ფოთის პორტში გადასასვლელი ხიდი ჩამოინგრა
„ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის’’ ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდი ჩამოინგრა და იქვე მდგომ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფოთის პორტის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბარში აცხადებენ, რომ ხიდის ჩამონგრევა მაშინ მოხდა, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მძიმეწონიან მანქანას გაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა.