სიახლე 

კონფერენცია კოლხეთის ეროვნულ პარკში

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა.  კოლხეთის ეროვნულ პარკში  ამ დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. მას  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.  გამომსვლელებმა   კოლხეთის ჭაობის უნიკალურობაზე ისაუბრეს.   მონაწილეებმა ასევე ამ თემაზე შექმნილი  ნამუშევრები წარმოადგინეს.  კონფერენციის ბოლოს ვიქტორინა გაიმართა, რომლის გამარჯვებული მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.  დღევანდელი ღონისძიება კოლხეთის ეროვნული პარკისა და მეოთხე საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ფოთში იგი ყოველწლიურად ტარდება.   

მსგავსი სტატიები