ფოთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს 28 05 20
აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ზეცად ამაღლდა. თუ როგორ ჩატარდა წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში კორონა ვირუსის პირობებში, იყო თუ არა დაცული სოციალური დისტანცია აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით, მამა ამბროსი ხოშტარია გვესაუბრება.