სიახლე 

ხვალიდან ფოთში საქალაქო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს 28 05 20

პრემიერის განცხადებით, 29 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება. “ფოთიქალაქტრანსპორტის” წარმოადგენლების განცხადებით ხვალიდან ხუთივე ავტობუსი ადრე არსებული მარშრუტებით იმოძრავებს, თუმცა შესაძლებელია, გზებზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ზოგ მონაკვეთზე მარშრუტი დროებით შეიცვალოს. ასევე ჩვეულ რეჯიმში იმუშევებ მიკროავტობუსებიც. დღეს სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია მიმდინარეობდა. ფოთის მერის განცხადებით ფოთში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი ფუნქციონირებას უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით დაიწყებს. გუშინ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ტირპარკში ტრაილერის მძღოლებმა თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. თუ რა მდგომარებაა ამჟამად ტირპარკში ამ კითხვით ფოთის მერს მივმართეთ. რაც შეეხება ფოთი-თბილისის სარკინიგზო მომოსვლას ის 8 ივნისიდან ამოქმედდება.

მსგავსი სტატიები