სიახლე 

ფოთში ტირპარკის მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ 29 05 20

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის 7 თვის გოგონას, რომელსაც რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ბოქსირებულ პალატებში ამჯერად ორი პაციენტია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გაგზავნილია. ამჯერად კლინიკაში ორი პაციენტი იმყოფება 47 წლის ქალი ლანჩხუთიდან და 11თვის გოგონა ფოთიდან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის , ნანა მხეიძეს განცხადებით ფოთში, სატვირთო ავტომობილების 33 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გუშინ 189 მძღოლის კვლევის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითი იყო. „ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოწყობილ ტირ-პარკში იმყოფებოდნენ. ,,პისიარ” კვლევის შედეგად მათ ,,კოვიდ 19“ არ დაუდასტურდათ. მძღოლებმა ტირ- პარკი უკვე დატოვეს.

მსგავსი სტატიები