სიახლე 

ფოთში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო 29 05 20

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ხოლო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დღეს ფოთის სერვისების ცენტრის წარმოადგენლებთან ერთად მალთაყვის სანაპირო ზოლისა და ბულვარის დასუფთვების აქციაში აიპ თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. დასუფთავდა სანაპიროს 500მეტრიანი მონაკვეთი, გაითიბა გაზონები და მიმდებარე ტერიტორია. მერიის წარმომადგენლების განცხადებით მალე მალთაყვის სანაპიროზე ნაკვეთების იჯარაზე ტენდერები გამოცხადდება, მათზე ტურისტული ობიექტების გახსნის მიზნით.

მსგავსი სტატიები