სიახლე 

როგორ ატარებს ფოთელი მოსწავლე თავისუფალ დროს 29 05 20

თეკლა კორტავას რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეა. პანდემიის გამო ონლაინ სწავლება სახლის პირობებში უწევს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, ონლაინ სწავლებასთან შეჩვევა გაუჭირდა. ის, რომ სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. თეკლას თქმით, ონლაინ სწავლების გამო ბევრი დრო რჩება და მას ბებიასთან ატარებს. პროფესიით ქიმიკოსი ნინო მელქაძე მცენარეების მოყვარულია და ამ სიყვარულმა, მას ხუთსართულიანი კორპუსის სახურავზე მარწყვის მინი პლანტაციაც კი გააშენებინა. იდეა რვა წლის წინ გაუჩნდა და მეზობლის დახმარებით ჩანაფიქრი მალევე განახორციელა. ნინოს თქმით, მარწყვი არამარტო არომატული მცენარეა, არამედ მდიდარია სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებებით. თეკლა მცენარეების მოვლაში აქტიურად არის ჩართული და საკუთარი ბაღის გაშენებასაც ფიქრობს. აღსანიშნავია, რომ მარწყვის მოსავალი მთლიანად ოჯახზე და ახლობლებზე ნაწილდება.

მსგავსი სტატიები