ფოთის ჰოსპიტალს ცხელების კლინიკის სტატუსი დღეიდან მოეხსნა 01 06 20
ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების კლინკაში საეჭვო სიმპტომებით 67 წლის მამაკაცია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს. მისი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 49 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 15 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში78 ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან 77 უარყოფითია ერთი პასუხი კი ხელახლა დაიტესტება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.პირველი ივნისიდან ფოთის ჰოსპიტალს ცხელების კლინიკის სტატუსი მოეხსნა აღნიშნულ განცხადებას ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი თეა მიგინეიშვილი აკეთებს. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დღეიდან საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ცხელების კლინიკაში, სხვადასხვა ლოკაციიდან სულ 250 პაციენტი მიიღეს და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.