სიახლე 

ფოთში, აკაკის ქუჩის მცხოვრებლები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან 01 06 20

დღეს, სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას აკაკის ქუჩის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ. მოსახლეობის თქმით ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივიან. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ ეზოში და სარდაფში გველები არაერთხელ დააფიქსირეს. ამ დილით კი ქვეწარმავალმა ერთ ერთ ბინაშიც კი შეაღწია. მერიაში განაცხადეს რომ მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა გამოყო სახსრები გველების დამაფრთხობელი ბიოლოგიური საშუალებების შესაძენად. გაფორმდა ხელშეკრულება ორგანიზაციასთან რომელიც მოაწვდით პრეპარატს და განხორციელდება აღნიშნული ტერიტორიის დამუშავება.

მსგავსი სტატიები