სიახლე 

მოსახლეობა აკაკის ქუჩის ავარიულ მდგომარეობას აპროტესტებს 05 06 20

აკაკის ქუჩის მცხოვრებლები გზის ავარიულ მდგომარეობას და ამით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობენ, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ მათ მტვერი აწუხებთ და მანქანით გადაადგილებისას არაერთ პრობლემას აწყდებიან, რადგან 3ცენტრალური ქუჩა ერთდროულად იკეტება და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული საკითხის გარკვევას ფოთის მერიაში შევეცადეთ, სადაც განაცხადეს, რომ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით აკაკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ივლისის თვეში უნდა დასრულდეს, პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუჩის მოასფალტების და ტროტუარების მოწყობის სამუშაოებს, განახორციელებს რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში ტენდერის გამოცხადება მოხდება.

მსგავსი სტატიები