სიახლე 

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს 05 06 20

ე.წ. „მალანიას“ სტადიონზე არაერთი პრობლემა იყო, რაც ბევრჯერ გამხდარა ფეხბურთელების და მშობლების პროტესტის მიზეზი. წვიმის დროს მოედანი იტბორებოდა, არ იყო მოსწავლეთა წვრთნის სათანადო პირობები. ამ პრობლემების გამო ფოთის საფეხბურთო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე სხვა რაიონშიც კი გადავიდა სათამაშოდ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ადგილზე უკვე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით და ადმინისტრაციული შენობა .მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გაეცნო. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენი ახორციელებს ”.პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები