სიახლე 

ფოთის შესასვლელში ტრაილერის მძღოლებმა კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს 10 06 20

ფოთის შესასვლელში ტრაილერის მზღოლებმა კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც თავად ჰყვებიან, ისინი იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში განმეორებით, თავისივე ფინანსური სახსრებით უნდა გამოცხადდნენ საკარანტინო ზონაში განმეორებითი ტესტის გასაკეთებლად. და იმ შემთხვევაში თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, ევალებათ 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა რაც დამატებით პრობლემას უქმნით. მძღოლები აღნიშნული რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

მსგავსი სტატიები