სიახლე 

ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს ტექნიკა გადასცა 10 06 20

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა. პროექტის მთავარი მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე და უკვე თავად შექმნან სამუშაო ადგილები. განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად უკვე ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ და კიდევ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

მსგავსი სტატიები