სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონ ავირუსი არ დაუდასტურდათ 11 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით კლინიკაში დაიტესტა 64 და 65 წლის მამაკაცები, ასევე 25 წლის ქალი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი.“ ყველა პასუხი უარყოფითია ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 75 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 40 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 26 ნიმუში გამოიკვლიეს.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

მსგავსი სტატიები