ფოთელი ემიგრანტი საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში წვლილის შეტანას აპირებს 11 06 20
ვალიკო მაქაცარიას სახელობის ფოთის საცხენოსნო სასპორტო სკოლა იპოდრომის ტერიტორიაზე წლებია ფუნქციონირებს და აქ მრავალი დოღი თუ მარულა გამართულაამიერკავკასიაში კი პირველი ცხენსაშენი 1903-05 წლებში მუხროვანში და შემდეგ კი ყულარში სომეხმა ბიზნესმენმა და მეცენატმა მეჩეთოვმა ააშენა. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეყარა საფუძველი სუფთა სისხლის ცხენების გამრავლებას საქართველოში. 2001 წელს ქართველი ბიზნესმენის მიერ ყულარის ცხენსაშენში სისხლის განახლების მიზნით აშშ -დან ჩამოყვანილი იქნა ორი ერთეული სუფთა სისხლის ულაყი სახელად “ჩერმენი” და “მუგამი”. რომლებიც იმ დროისათვის ძალიან ცნობილი ცხენები იყვნენ მათი გამარჯვებებით და მიღწევებით. მას შემდეგ ეს პროცესი სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერებულია თუ რა გზები არსებობს ამერიკიდან საქართველოში და კერძოდ ფოთში წმინდა სისხლის ცხენების ჩამოყვანისა, ამის შესახებ ჩვენს თნაქალაქელს პაატა ასათიანს გავესაუბრეთ, რომელიხ ამჟამად ფლორიდაში ცხოვრობს და წლების განმავლობაში იყო ფოთის იპოდრპმოს დირექტორი და საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული სახეობების და თამაშობების ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.პაატა ასათიანი 9 ივნისს ფლორიდის შტატის ქალაქ ოკალაში გამართულ წმინდა სისხლის ცხენების აუქციონზე იმყოფებოდა. მისი თქმით ცხენების საშუალო ფასი მათი გამოყენების მიხედვით განისაზღვრება. უნივერსალური ცხენი მოყვარულთათვის 2-3 ათას დოლარამდე ღირს. ცხენები კი რომლებიც სხვადასხვა საეთაშორისო შეჯიბრებაში იღებენ მონაწილეობას, შესაძლოა მილიონობით დოლარიც ღირდეს