სიახლე 

ფოთში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ შეჩერებულია 11 06 20

ფოთში საუკუნის პროექტად წოდებულ კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად ჰოლანდიური კომპანია ,,ტაჰალ გრუპი“ ახორციელებს. მოსახლეობის უკმაყოფილებას გადათხრილ ქუჩებში მოძრაობის გართულება იწვევს. განსკუთრებული პრეტენზიები ცენტრალური გზების გადაკეტვას მოჰყვება ხოლმე. აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებზე ერთდროულად მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმცა 2 დღეა მუშაობა შეჩერებულია, ჩვენი ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა სურვილის შემთხვევაში “ტაჰალ გრუპის” ხემძღვანელობას კომენტარის გასაკეთებლად დროს დაუთმობს

მსგავსი სტატიები