სიახლე 

ფოთში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში ჩართული პირები დააჯილდოვეს 12 06 20

https://www.youtube.com/watch?v=MQt72OkXz1k

დღეს ფოთს მერიაში საგანგებო რეჟიმის პერიოდში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში ჩართული უწყებებისა და სამსახურების წარმომადგენლებს, მოხალისეთა ჯგუფებში ჩართულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს. ფოთის მერიასთან შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, მონაწილეობა მიიღეს უფასო სასადილოს ბენეფიციართათვის საკვების შინ მიტანის პროცესში, ბანკების ფილიალებთან და ბანკომატებთან, აგრეთვე სასურსათო მაღაზიებთან მოქალაქეთა რიგების მოწესრიგებაში. ქალაქში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. გაიკრა გამაფრთხილებელი სტიკერები, მოხალისეები დღის განმავლობაში ორჯერ, დილისა და საღამოს საათებში გადაადგილდებოდნენ ქალაქის ტერიტორიაზე და მეგაფონით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ. სურსათისა სავაჭრო ობიექტებში რამდენიმე ეტაპად დარიგდა პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. საგანგებო რეჟიმის პერიოდში დახმარება 7000ზე მეტ ოჯახს გაეწია.

მსგავსი სტატიები