სიახლე 

ფოთში 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 15 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. მისივე თქმით ოთხი მათგანი ფოთის მცხოვრებია, ერთი კი ქუთაისიდანაა ის საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 40 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 20 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 33 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

მსგავსი სტატიები