ივლისიდან მიწის რეგისტრაცია მარტივდება 16 06 20
პირველი ივლისიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება. მიწის სისტემური რეგისტრაცია მომავალი თვიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიწყება.პოტენციურ მესაკუთრეებს მიწის დარეგისტრირება ორი: სპორადული და სისტემური რეგისტრაციის გზით შეუძლიათ. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის აღრიცხვა დაინტერესებული პირების განცხადებისა და მისი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. სისტემური რეგისტრაციისას კი ყველა საჭირო პროცედურას საჯარო რეესტრი თავად უზრუნველყოფს