სიახლე 

ფოთში ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ 16 06 20

ტაბიძის ქუჩაზე, ყოფილი პროფ ტექნიკუმის შენობაში მცხოვრები დევნილები მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც თავად ამბობენ ქვეწარმავლების რიცხვმა იმატა რის გამოც ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ დევნილები ასევე ყურადღებას იმ დაპირებებზეც ამახვილებენ რომლის მიხედვითაც აივნების მონტაჟი და ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი უნდა მოწყობილიყო. ისინი შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ საკითხის გარკვევას დევნილთა განყოფილებაში შევეცადეთ. როგორც ირაკლი ლეჟავამ აღნიშნა პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა უკვე მიმდინარეობს ირაკლი ლეჟავას თქმით, აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით, დევნილთათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე სასათბურე მეურნეობის მოწყობა იგეგმება.

მსგავსი სტატიები