სიახლე 

ფოთი კვლავ მწვანე ზონაშია 17 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. ერთი მათგანი ფოთის მცხოვრებია, მეორე კი, ლანჩხუთელი. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ ეტაპზე 35 პირი იმყოფება. რეგიონში ამ დროის მონაცემებით თვითიზოლაციაში 20 პირია. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 104 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია.

მსგავსი სტატიები