სიახლე 

ფოთში ყოფილი „უშიშროების“ შენობა მხატვრებს გადაეცა 17 06 20

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ. „უშიშროების შენობის“ სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ მხატვართა სახლი განთავსდება. მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩეოდა. ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს გადმოეცა, ის მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგებდა. გაყიდვის შემდეგ შენობა სავალალო მგდომარეობაში აღმოჩნდა, რაც ცალკეული მოქალაქეების, მედიისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის არაერთი პროტესტის მიზეზი გახდა.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს

მსგავსი სტატიები