სიახლე 

ფოთში ტანსაცმლით მოვაჭრეთა აქცია გაიმართა 17 06 20

ხმაური იყო ფოთში, ტანსაცმლის ბაზრობაზე, ამ დილით ე.წ “პასაჟებში” მოვაჭრეებს მათი მაღაზიები დაკეტილი დახვდათ. როგორც ტანსაცმლის რეალიზატორები ამბობენ ისინი ბაზრობის მოსალოდნელი დახურვის გამო არავის გაუფრთხილებია და არც მიზეზი განუმარტავთ . ადგილზე დილით მისულებს კი მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ ,რომ გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მიიღო,რადგან ბაზრის ტერიტორიაზე მისასვლელი გზა ჩახერგილია და ხანძრის შემთხვევაში მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ. ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია მოვაჭრეებს მოუწოდებს გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ პროცესს, ქალაქის მერიასა და ზედამხვედველობის სამხახურს კი მოუწოდებს მიიღონ ზომები და უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შეგახსენებთ ,რომ 2017 წლის ივლისში ე.წ “პასაჟები”ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა და მოვაჭრეები დღემდე ზარალის კომპენსირების გარეშე არიან დარჩენილები

მსგავსი სტატიები