სიახლე 

ფოთში გამოკვლეულ 45 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 18 06 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძეს ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 45 მებაჟის ტესტის პასუხები ცნობილია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდგინდა.აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 41 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 42 პირია თვითიზოლაციაში.

მსგავსი სტატიები