სიახლე 

კვირას მარტოწყალას ტბის დასუფთავება იგეგმება 26 06 20

კვირას 28 ივნისს, მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისის” ინიციატივით, მარტოწყალას ეგრეთწოდებულ გაზკანტორის ტბაზე დასუფთავების აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე ნაგვის შეგროვებას და გატანას გეგმავენ, ამასთანავე ფოთელ მეთევზეებს და ნებისმიერ მსურველს აქციაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ. დღეს დასუფთავების აქციაში ფოთის ,,სერვისების ცენტრი” ჩაერთო და მისმა წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე ბალახის მოთიბვის სამუშაოები განახორციელეს

მსგავსი სტატიები