სიახლე 

ფოთში „გეზი“-ს 47 თანამშრომელი გაიტესტა 26 06 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით 7 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების წარმომადგენლები არიან. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. აღსანიშნავია ისიც რომ გაიტესტა გეზის 47 თანამშრომელი. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 97 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით 31 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 180 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

მსგავსი სტატიები