სიახლე 

ფოთელი ზურაბ კაკულია ქონების დაკანონებას ითხოვს 26 06 20

ზურაბ კაკულიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქონება ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით 1990 წლიდან მას გადაეცა და ამის შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნია, სასამართლოს სამივე ინსტანაციამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ქონება არ დაუკანონა. ამჟამად საქმე სტრასბურგის სასამართლოშია და რადგანაც საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს , მან საჯარო რეესტრში ქონების დაკანონების მოთხოვნით საქმის წარმოება თავიდან დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ რამდენჯერმე შევეცადეთ საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე დაკავშირება, თუმცა არავინ გვიპასუხა.

მსგავსი სტატიები