სიახლე 

მარტოწყალას ტბაზე დასუფთავების აქცია მოეწყო 29 06 20

გუშინ მარტოწყალას, (ეგრეთწოდებულ გაზკანტორის) ტბაზე, მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისის” ინიციატივით, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში კლუბის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავი მოგროვდა და ნარჩენები ,, სერვისების ცენტრის” დახმარებით ნაგავსაყრელზე გაიტანეს. გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის, ავსტრიის და საქართველოს მთავრობების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული 60 000 ათას ლარიანი გრანტის ფარგლებში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. გაეროს გრანტის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყოფილი თანხაც ემატება მარტოწყალას ტბაზე თევზჭერის ცენტრის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 77 000 ლარი არის გამოყოფილი.

მსგავსი სტატიები