სიახლე 

CSRDG-ს დაფინანსებით ახალგაზრდულმა საბჭომ ბენეფიციარებს პროდუქტები გადასცა 29 06 20

დღეს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოპოვებული „სათემო ინიციატივები COVID 19-ის წინააღმდეგ“ საგრანტო თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და „ახალგაზრდული საბჭოს” წარმომადგენლების მიერ ,,შინ მოვლის” პროგრამის ბენეფიციარებს პროდუქტების პაკეტები გადაეცა.
,,შინ მოვლის” პროგრამა ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მორალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას და გარემოში ადაპტაციას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში, 27 სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბენეფიციარს დაეხმარებიან.

მსგავსი სტატიები