სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონა ვირუსი არდაუდასტურდა 07 07 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 105 პირი იმყოფება. 14 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში292 ნიმუში გამოიკვლიეს მათგან ერთი დადებითია, ის ტრაილერის მძღოლია, რომელიც რეგიონში რეისით იყო ჩამოსული. პისიარ კვლევის შედეგად მას კოვიდ 19 დაუდასტურდა ის შიდა ქართლიდანაა და აქვს უცხო ქვეყნის კვეთა, დანარჩენი ყველა უარყოფითია. დადასტურებულ შემთხვევას ზუგდიდში ერთი კონტაქტი ყავდა, რომელიც გადაყვანილია კარანტინზე, მიმდინარეობს დამატებითი გამოკვლევა კონტაქტებთან დაკავშირებით.

მსგავსი სტატიები