სიახლე 

ფოთში დევნილთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო 07 07 20

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დევნილები გრანტებს მიიღებენ. როგორ შეუძლიათ გრანტის მიღება მოქალაქეებს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს, ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. სააგენტო შესაბამის ტექნიკა, დანადგარებს, ჯამში 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის.

მსგავსი სტატიები