სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 2 პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა 08 07 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. 62 წლის ლანჩხუთელ და 43 წლის სამტრედიელ მამაკაცებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 102 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 14.გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 337ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.

მსგავსი სტატიები