სიახლე 

ზღვის წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია 08 07 20

“ლაბორატორილი კვლევის ცენტრმა” ზღვის წყლის ნიმუშები აიღო. გია რუხაძეს ინფორმაციით, სანაპიროზე გავრცელებული წყალმცენარეების ზღვის წყალზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით ოთხი სხვადასხვა ადგილიდან სინჯები აიღეს. გამოკვლევები ჩატარდა, როგორც ქიმიურ ასევე ბაქტერიულ მაჩვენებლებზე. ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორის თქმით, ზღვის წყალი უსაფრთხოა, წყალმცენარეები ბუნებრივი და არატოქსიკურია და ხარისხზე ზეგავლენას არ ახდენს.

მსგავსი სტატიები