სიახლე 

ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა 08 07 20

ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გამართა. სადაც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს. ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღებას, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, რისთვისაც ევროპული სტანდარტებით სამწლიანი პროგრამა აქვს შემუშავებული. ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია ევროპული მოდელით ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა, რაც გულისხმობს საქართველოში, ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად. აღნიშნული აქტივობები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში ტარდება.

მსგავსი სტატიები