სიახლე 

რეკომენდაციები „ყირიმ კონგო“-ს ცხელების წინააღმდეგ 08 07 20

“ყირიმ-კონგოს” ცხელებით ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წელს ეს ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით გარდაცვალების მე-4 შემთხვევაა. სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ, პრევენციის მიზნით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავსსურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა დაბუნებრივ კეროვან ინფექციას წარმოადგენს. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. „ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას ვესაუბრეთ.

მსგავსი სტატიები