სიახლე 

ფოთის თეატრი სპექტაკლების ჩატარებას ღია სივრცეში აპირებს 09 07 20

დღეს ცნობილი გახდა რომ, 13ივლისიდან კორონა ვირუსის გამო, დაწესებული რეგულაციები მოისხნება. დასაშვები გახდება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება. ფოთის თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით, თეატრი მონატრებული სპექტაკლების ჩვენებას ღია სივრცეში გეგმავს რისთვისაც მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თუ სად და რა პირობებში ჩატარდება სპექტაკლები, ამასთან დაკავშირებით თეატრალები დამატებით განცხადებას გაავრცელებენ.

მსგავსი სტატიები