სიახლე 

ფოთში 70 მეხანძრე- მაშველი დაიტესტა 09 07 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში მოთავსებული 82 წლის ქალის ანალიზის პასუხი უარყოფითია. მას კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთში 70 მეხანძრე- მაშველის ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევის პასუხი ცნობილია. ასევე, ცნობილია მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანალიზების პასუხები. არც ერთ მათგანს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. აღნიშნული კვლევა გეგმური იყო და პრევენციული მიზნით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები