სიახლე 

სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა 09 07 20

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად 7 პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. შემთხვევა საბაჟოს უბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ,სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სტატიები