სიახლე 

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთი დაიტბორა 10 07 20

უხვი ნალექის შედეგად ფოთში პრობლემები შეიქმნა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები, სადაც შეუძლებელი იყო როგორც ფეხით, ასევე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში, რამაც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. დაზარალებულები ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. განსაკუთრებით დაზარალდნენ იმ კორპუსების მაცხოვრებლები, სადაც სახურავების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, წყალმა ბოლო სართულების ბინები მთლიანად დააზიანა.სახურავების რემონტის ტენდერში გამარჯვებულ ფირმაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას მიყენებული ზიანი აუნაზღურდებათ ასევე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჯავახიშვილის ქუჩზე, ე.წ. სასწავლო ცენტრის მაცხოვრებლები, მათი განცხადებით ყოველი წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადიოდა, ამ დილის კოკისპირულმა წვიმამ კი მთლიანად ჩამორეცხა ბინები. ფოთის მერიის ინფორმაციით ძლიერი წვიმის დროს, რომელსაც ახლდა ელჭექი, რიგ უბნებში გამორთული იყო ელექტროენერგია, რამაც სატუმბი სადგურების გამართული მუშაობა შეაფერხა. მერიაში შექმნილია სპეციალური საგანგებო შტაბი და მიმდინარეობს მოსახლეობის ზარალის დათვლა. აღსანიშნავია რომ უამინდობამ ეროვნული გამოცდების დროულად დაწყებაც რისკის ქვეშ დააყენა, რადგანაც ფოთის კანალიზაციის რეაბილიტაციაზე მომუშავე ფირმა „ტაჰალის“ მიერ, საგამოცდო ცენტრის მიმდებარედ, ისედაც გადათხრილი ქუჩა კოკისპირულმა წვიმამ თითქმის გაუვალად აქცია

მსგავსი სტატიები