სიახლე 

ფოთის ქუჩები კვლავ დაიტბორა 13 07 20

ფოთში, ძლიერი წვმის შედეგად ქუჩები კვლავ დაიტბორა. წყალი მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულში შევიდა, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთებიც დაზიანდა. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით პრობლემა წლებია მოუგვარებელია და მსგავსი სიტუაცია პრაქტიკულად ყოველი წვიმის შემდეგ იქმნება.ფოთის მერიაში განმარტავენ რომ, ყველა წყალსატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო წყლის გადინება ვერ ხერხდება. მერიაში აცხადებენ რომ შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლის რის შემდეგაც ზიანის ანაზღაურება მოხდება.

მსგავსი სტატიები