სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 5 პაციენტს კოვიდ 19 არ დაუდგინდა 13 07 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის კვლევის შედეგები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ხუთივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებოდა. ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისათვს. ამ დროისთვის უკვე ხუთივე პაციენტი კლინიკიდან გაეწერა

მსგავსი სტატიები