სიახლე 

ფოთელ კონსტანტინე ხუბუტიას დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა 13 07 20

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფოთის ჭიდაობა სამბოს სკოლას დამსახურებული მწვრთნელი ჰყავს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით ეს ტიტული ფოთელმა კონსტანტინე ხუბუტიამ მიიღო. გადაწყვეტილება 17 მარტს იყო მიღებული და მწვრთნელების დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ღონისძიება ჩაიშალა და მინისტრის ბრძანება რამდენიმე დღის წინ ფოთში გადმოიგზავნა. კონსტანტინე ხუბუტიას მრავალი მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები ჰყავს აღზრდილი დამსახურებული მწვრთნელის წოდებაზე კონსტანტინე ხუბუტია საქართველოს სამბოს ფედერაციამ წარადგინა.

მსგავსი სტატიები