სიახლე 

ფოთში მილის დაზიანების გამო სასმელი წყალი დაბინძურდა 13 07 20

სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღა“ს ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლები დაგვიკავშირდნენ, მათი თქმით დღეს ონკანიდან ბინძური წყალი წამოვიდა. ამის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონის წყალმომარაგების ფილიალის უფროსმა დათა შელეგიამ განაცხადა რომ საავარიო ჯგუფი ადგილზე მალევე გავიდა და დაზიანების შეკეთება გამოძახებიდან 18 წუთში დაიწყო. მისი თქმით კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ არხების გაწმენდისას წყალმომარაგების ქსელის 110 მილიმეტრიანი მილის დაზიანება მოხდა, რამაც წყლის დაბინძურება გამოიწვია.

მსგავსი სტატიები