სიახლე 

ფოთის თეატრში სპეციალური კომისიის შეხვედრა გაიმართა 21 07 20

დღეს ფოთის თეატრში სპეციალური კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომლის შემადგენლობაშიც მერიის, თეატრის და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები შედიოდნენ. შეხვედრაზე თეატრის სარემონტო სამუშაოებისას გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ წვიმის დროს რამდენიმე ადგილას, მათ შორის სცენაზეც წყალი ჩამოდის, გაუმართავია კარების საკეტები და ასევე გარე ფანჯრების შეცვლის სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, წვიმის წყლის შენობაში შეღწევა იმითაა განპირობებული, რომ შენობის გარე ფასადის მოწესრიგების სამუშაოები შესრულებული არ არის. ასევე არ იყო სამუშაოების პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის რემონტი, რომლის აღდგენაც მეორე ეტაპისთვის იგეგმება და ამისათვის უკვე შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი გახდება საჭირო. მერიის მხარე აცხადებს რომ მიღება ჩაბარების აქტში დაფიქსირებული ხარვეზები სამშენებლო კომპანიამ ვენტილაცია- კონდიცირების სისტემის აღდგენის და გარე ფასადის რემონტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად უნდა აღმოფხვრას. შენობის რემონტის დასრულებამდე კი თეატრალები სპექტაკლების გამართვას ღია ცის ქვეშ გეგმავენ.

მსგავსი სტატიები