სიახლე 

ფოთში საზაფხულო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 24 07 20

მალთაყვის სანაპიროზე საზაფხულო ფესტივალი maltakva beach fest გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ფესტივალის ორგანიზატორები “სტუდიო ამბო” და მეგობრები არიან. მათი განცხადებით დამსვენებლებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ. იქნება ღია კინო თეატრი, მოეწყობა კაფე და დასვენების სივრცე. ფესტივალი მაჟორიტარი დებუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ხვალ სტარტს ტურნირი პლიაჟის ფეხბურთში აიღებს, რომელზეც სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ,,ბორის პაიჭაძის“ თასი გათამაშდება. ერთმანეთს 24 გუნდი დაუპირისპირდება. გუნდები კენჭის ყრის შედეგად ექვს ქვე ჯგუფში გადანაწილდა. მეორე ეტაპზე გასული 16 გუნდი ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს ასპარეზობას. ფეხბურთელები საბრძოლველად არიან განწყობილნი და მათი თქმით “პაიჭაძის თასის” მოპოვება მათთვის დიდი პატივია ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ორგანიზატორებთან, და სპონსორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები