სიახლე 

ფოთელი კარატისტები აქტიურად ემზადებიან 24 07 20

ორი დღის წინ, კარატე-დოს ფოთის ფედერაციამ სხვადსახვა კატეგორიის ქამრისთვის გამოცდები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა ფოთის სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო. კარატე დოს ფოთის ფედერაციის პრეზიდენტის, მეხუთე დანის მფლობელის ბაჩუკი სულამანიძეს თქმით, სპორტსმენთა მომზადება ღია სივრცეში მთელი ზაფხულის პერიოდში აქტიურად მიდინარეობდა და „კოვიდ19“ გამო მათ ვარჯიში არ შეუწყვეტიათ, რადგან ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. კარატე-დოსა და შერეულ ორთაბრძოლებში ტურნირი სექტემბერში იგეგმება.

მსგავსი სტატიები