სიახლე 

„მალთაყვა BEACH FEST“-ის ფარგლებში პლაჟის ფეხბურთში ტურნირი მიმდინარეობს 27 07 20

ფოთში 25 ივლისიდან „მალთაყვა BEACH FEST“-ის ფარგლებში პლაჟის ფეხბურთში ტურნირი მიმდინარეობს და მასზე ბორის პაიჭაძის თასი თამაშდება. ფესტივალი დრიფტ შოუთი გაიხსნა და საზოგადოების წინაშე ავტო- კლუბი „Fast unlim“ წარსდგა რომელმაც მაყურებლებს საოცარი სანახაობა შესთავაზა. აღსანიშნავია რომ მასში 2 კლუბი გაერთიანდა. შაბათ-კვირას პლიაჟის ფეხბურთში A და B ქვეჯგუფების შეხვედრები გაიმართა. დღეს კი C ქვეჯგუფში პირველად ერთმანეთს „ჭაბო“ და „აისბერგი“ შეხვდნენ , შემდეგ კი „სანაპირო“ „საეჭვოს“ დაუპირისპირდა. ფესტივალი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ფესტივალს მხარდაჭერას ასევე ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია უწევს, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედანი მოაწყო შეგახსენებთ რომ ქვეჯგუფებიდან გასული 16 გუნდი ერთმანეთს უკვე ოლიმპიური სისტემით დაუპირისპირდება.

მსგავსი სტატიები