სიახლე 

ფოთის თეატრმა ღიაცის ქვეშ სპექტაკლი “მკვდარი ქალაქები” წარმოადგინა 27 07 20

26 ივლისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით ღია ცის ქვეშ თეატრალური წარმოდგენა ,,მკვდარი ქალაქები”გამართა. სპექტაკლის ავტორი დავით ხორბალაძეა, რეჟისორი კი მიხეილ ჩარკვიანი. სპექტაკლში ნიარა ჭიჭინაძე, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა, და გენა შონია მონაწილეობდნენ. სპექტაკლში მოთხრობილია ფოთის ისტორია, მასში ნათლად იყო ნაჩვები ქალქში არსებული აქტუალური პრობლემები სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქიდან მოწვეული თეატრმცოდნეები ესწრებოდნენ . 2 აგვისტოს კი ფოთის თეატრი მორიგ წარმოდგენას ,,ხრამუნას“ ცხრა აპრილის 31 ნომერში გამართავს.

მსგავსი სტატიები