სიახლე 

გამოხმაურება „კურსორი“-ს სიუჟეტზე 28 07 20

სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ რომ, სოციალურად დაუცველი ზურაბ აგუმავა დახმარებას ითხოვდა. ის ქირით გამსახურდიას ქუჩაზე ცხოვრობდა და მიუხედავად შესაბამისი სამსახურებისთვის განცხადებით არაერთხელ მიმართვისა კვლავ უბინაოდ რჩებოდა. ფოთის დევნილთა სამსახურის უფროსის , ირაკლი ლეჟავას განცხდებით დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განაახლა საცხოვრებელი სახლების შესყიდვებთან დაკავშირებით კომისიების მუშაობა და 71 ოჯახს , მათ შორის ფოთში მცხოვრებ 25ოჯახს ფართები დაუკანონდებათ. ზურაბ აგუმავას ფართის შესარჩევად 3 თვიანი ვადა განესაზღვრა , რის შემდეგაც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით მას ეს ფართი დაუკანონდება. ზურაბ აგუმავა დევნილთა სამინისტროს და ფოთის მერიას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

მსგავსი სტატიები