სიახლე 

სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა საზოგადოებას 2019-2020 წლის ანგარიში წარუდგინა 28 07 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019-2020 წლის ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა რისი განხორციელებაც ორი წლის განმავლობაში მოხდა. ალექსანდრე მოწერელიამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ფოთში საზღვაო სასწავლებლის ჩამოყალიბება დაასახელა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით მიმდინარე წელს 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს სპორტული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია. აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. განხორციელდა სოფლის მეურნეობისა და მეწარმეთა ხელშეწყობის პროექტები. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით ორი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 3000მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მსგავსი სტატიები